loader

პირად ცხოვრებაში ჩარევის საწინააღმდეგო აქციაზე ინციდენტი მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირად ცხოვრებაში ჩარევის საწინააღმდეგო აქციაზე ინციდენტი მოხდა

პარლამენტის შენობასთან პირად ცხოვრებაში ჩარევის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. პროტესტი ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში 3 მაისს გავრცელებულ ვიდეომასალას უკავშირდება.

აქციაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა. მათ პარლამენტის წინ გამოტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერით: "გაანადგურეთ კადრები", "შეწყვიტეთ თვალთვალი", "სექსის უფლება აქვს ყველას, ფარული გადაღების არავის".

აქციის დასასრულ ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეებთან, ათამდე ახალგაზრდა მივიდა და უცენზურო სიტყვებით მომიტინგეებს შეურაცხყოფა მიაყენა. მათი უკმაყოფილების მიზეზი ამ ტიპის აქციის აღდგომის წინა დღეებში გამართვა გახდა.

ინციდენტი მალევე ამოიწურა. აქციის მონაწილეებსა და აღნიშნულ პირებს შორის სიტუაციის განმუხტვაში სამართალდამცავები ჩაერივნენ და ინციდენტში მონაწილე ოთხი პირი დააკავეს. შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, დაკავებულები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შესაბამისად დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ისინი ხელწერილის საფუძველზე დღესვე გათავისუფლდებიან.