loader

ირაკლი ალასანია აღდგომას ავღანეთში შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანია აღდგომას ავღანეთში შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა. ქაბულში ფრანგულ ბაზაზე მყოფ ოცეულსა და ჰელმანდის პროვინციაში განლაგებულ 42-ე და 33-ე ბატალიონის ქართველ სამშვიდობოებს აღდგომის დღესასწაული ასევე მიულოცეს, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორმა და მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა.

თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია აღდგომის ლიტურგიას ქართველ სამხედროებთან ერთად ბაზა "შირგაზზე" ქართულ სამლოცველოში დაესწრო. საზეიმო წირვა-ლოცვა შეიარაღებული ძალების მთავარმა მოძღვარმა მამა დავითმა აღავლინა. დელეგაციის წევრებმა სამხედრო მოსამსახურეებს საჩუქრად სააღდგომო პასკა და წითელი კვერცხები ჩაუტანეს.

ქართული სამხედრო კონტინგენტის მონახულებისას, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ქართველი სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით პირადად დააჯილდოვა.