loader

"ეს ბიჭები აგრძელებენ გმირობას" - ირაკლი ალასანიამ დაღუპულ სამხედროებს პატივი მიაგო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს ბიჭები აგრძელებენ გმირობას" - ირაკლი ალასანიამ დაღუპულ სამხედროებს პატივი მიაგო

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ სამხედროთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს პირადად მიესალმა.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მინისტრთან ერთად გაერთიანებული შტაბის უფროსი ირაკლი ძნელაძე და მინისტრის მოადგილეები იმყოფებოდნენ. დღესვე, მამა დავითმა ომში დაღუპულ სამხედროთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ასევე, ირაკლი ალასანიამ ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე "გმირთა სავანე" აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაკარგულ და დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის მუზეუმი "მოლოდინი" მოინახულა.