loader

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? - ბათუმში მამაკაცი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? - ბათუმში მამაკაცი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმში. რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? - ფაქტის კვალიფიკაციაზე გამოძიება მიმდინარეობს.

მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი ხუთსართულიანი ბინის მეხუთე სართულზე ვაჟიშვილთან ერთად ცხოვრობდა. იმყოფებოდა თუ არა შვილი უბედური შემთხვევის დროს სახლში, უცნობია. დეტალების გარკვევას ადგილზე მობილიზებული კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ცდილობენ.

"აჭარის ტელევიზიის" ვიდეომასალა