loader

ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი ისრაელში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი ისრაელში

ისრაელში შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი თავის კოლეგას, ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრ გიდეონ საარს შეხვდა. ასევე, გაიმართა შეხვედრა ისრაელის კონტრტერორისტული ბიუროს ხელმძღვანელ ეითან ბენ-დევიდთან. საუბარი ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ურთიერთთანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.

ოფიციალური შეხვედრების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი და მაცხოვრის საფლავი მოინახულეს. მინისტრმა იად ვაშემის მუზეუმი დაათვალიერა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

იხილეთ ინგლისური ვერსია