loader

კახეთში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახეთში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული ვანო ა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულმა თელავში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელი, 1987 წელს დაბადებული თენგიზ ჩ. ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი თელავის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმე, თუმცა სტაბილურია.

საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმალვაში მყოფი ვანო ა. დანაშაულის ჩადენიდან მეოთხე დღეს, გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთში დააკავეს. დანაშაულის იარაღი დანა - ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის მე-19-108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).