loader

ბათუმში ზღვამ მკვდარი დელფინები გამორიყა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში ზღვამ მკვდარი დელფინები გამორიყა

ბათუმში, ბენზეს სანაპიროზე ზღვამ ორი დელფინი გამორიყა. ერთ მეტრამდე სიგრძის, ზღვის ღორის ჯიშის დელფინები მორბივირუსული ეპიდემიით იყვნენ დაავადებულნი.

როგორც, ასოციაცია "ფლორა და ფაუნას" გამგეობის თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძე აცხადებს, საქართველოს სანაპიროებზე აღნიშნული ეპიდემიით წელს დელფინების გამორიყვის ათი შემთხვევა დაფიქსირდა.

მისივე თქმით, აღნიშნული ეპიდემია ძირითადად, თეთრგვერდა და ზღვის ღორის ჯიშის დელფინებში ვრცელდება.

იხილეთ ინგლისური ვერსია