loader

რა ხდება ლუგარის ლაბორატორიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ლუგარის ლაბორატორიაში

მაცივრებში, რომელიც დღეს ცარიელია, პათოგენების კოლექცია ერთი თვის განმავლობაში განთავსდება. თითოეული მაცივარი 15 ათას ნიმუშს იტევს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მისამართის შესაცვლელად უკვე ემზადება.

ლაბორატორიებში ჟურნალისტები დღეს პირველად და უკანასკნელად იმყოფებოდნენ. შენობაში ვირუსების კოლექციის განთავსების შემდეგ ეს შეუძლებელი გახდება. სპეციალისტები ინფექციების ხელოვნურად შექმნას გამორიცხავენ.

ინფორმაცია, რომ ლაბორატორიაში ჯილეხის, ციმბირის წყლულის, წითელას, შავი ჭირისა და H1N1-ის ბაქტერიებს ამზადებენ, რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. სკანდალური განცხადება ამერიკელმა ჟურნალისტმა და პოლიტოლოგმა ჯეფრი სილვერმანმა გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში გააკეთა. სილვერმანს დღეს ჯანდაცვის მინისტრი პასუხობს.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაში აშშ-მა 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ინვესტიციის შედეგი აშშ-ის ელჩმა საქართველოში დღეს პრემიერ-მინისტრთან ერთად დაათვალიერა.

მშვიდობიანი მიზნებისთვის მუშაობას ლაბორატორია ერთი თვის ვადაში სრული დატვირთვით დაიწყებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ შენობიდან არათუ ვირუსი, ჰაერიც კი ორმაგი ფილტრის გარეშე ვერ გავა.