loader

ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა

81 წლის ასაკში მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა. ოთარ მეღვინეთუხუცესი 1932 წლის 16 იანვარს დაიბადა. იყო საქართველოს სახალხო არტისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მიღებული აქვს რუსთაველის სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილის სახელობის და სხვა პრემიები.

მსახიობს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ფილმ "დათა თუთაშხიაში" შესრულებულმა მთავარმა როლმა.

ოთარ მეღვინეთუხუცესს შესრულებული აქვს როლები ფილმებში: "ფატიმა", "ვედრება", "დიდოსტატის მარჯვენა", "მთვარის მოტაცება", "ნატვრის ხე", "კეთილი ადამიანები", "მზე შემოდგომისა"; ასევე - უამრავი როლი რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებში.

ოთარ მეღვინეთუხუცესს კვირას დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე