loader

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს თბილისში ფლეშმობი გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს თბილისში ფლეშმობი გაიმართება

არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობა" შსს-ს მოუწოდებს, 17 მაისს დაგეგმილ აქციაზე მოქალაქეები ძალადობისგან დაიცვას. ამის შესახებ სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების - "იდენტობისა" და "ქალთა ინიციატივების" მხარდამჭერი ჯგუფის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

17 მაისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აქციის მთავარი მიზანია საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ქვეყანაში არსებული ჰომოფობიისა და ლგბტ-საზოგადოების დისკრიმინაციის ფაქტებზე. მდუმარე აქცია-ფლეშმობი პარლამენტის შენობის წინ 13:00 საათზე გაიმართება.

იხილეთ: "არ გვინდა "ქალაჩუნა ბიჭების" ფლეშმობი" - ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს დაგეგმილი აქცია გააპროტესტეს