loader

"არ გვინდა "ქალაჩუნა ბიჭების" ფლეშმობი" - პროტესტი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს დაგეგმილ აქციას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ გვინდა "ქალაჩუნა ბიჭების" ფლეშმობი" - პროტესტი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს დაგეგმილ აქციას

ათამდე მოქალაქემ 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქცია გააპროტესტა. აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც სასტუმრო "რედისონში" "იდენტობის" ბრიფინგი დასრულდა, რომელიც 17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებს უკავშირდებოდა.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ თავად დღევანდელ ბრიფინგსაც და უპირისპირდებიან 17 მაისს რუსთაველზე დაგეგმილ აქციასაც. "ჩვენ არ გვსურს ქვეყანაში ქალაჩუნა ბიჭები და მამალი გოგონები", - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები. მათივე თქმით, მშვიდობიანი ფორმით აპირებენ, "იდენტობის" ღონისძიება გააპროტესტონ და არ აპირებენ ცემა-ტყეპას.

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები - "დაიცავით ზნეობა", "დემოკრატია უზნეობას არ ნიშნავს", "დაიცავით თქვენი შვილების უფლებები".

სასტუმრო "რედისონთან" მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. აქციის განმავლობაში ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.