loader

მამაკაცის ცხვირიდან ტვინმა "გამოჟონა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცის ცხვირიდან ტვინმა "გამოჟონა"

ამერიკელმა ჯო ნეგმა, რომელსაც 1.5 წლის განმავლობაში სურდო სტანჯავდა, ექიმს მიმართა და დიაგნოზით გაოცებული დარჩა. როგორც აღმოჩნდა, მისი სურდო სულაც არ იყო ალერგიის ბრალი - მისი ცხვირიდან ტვინმა გამოჟონა. ექიმების თქმით, ეს დაავადება საკმაოდ გავრცელებულია. გამოკვლევისას დაადგინეს, რომ მამაკაცის ტვინის გარშემო არსებულ მემბრანაზე ხვრელი გაჩნდა, საიდანაც ტვინის სითხემ ჟონვა დაიწყო. ჯოს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს.

ადამიანის ორგანიზმი ყოველდღე გამოიმუშავებს 340 გრამ ტვინის სითხეს, რომელიც ტვინს გამოშრობის საშუალებას არ აძლევს. სწორედ ამიტომ არ წყდებოდა ჯოს ქრონიკული სურდო - მისი ორგანიზმი დაუღალავად გამოიმუშავებდა სითხეს.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე