loader

რესტორანში დაპირისპირებისას გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე და ზაზა გოროზია დაშავდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რესტორანში დაპირისპირებისას გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე და ზაზა გოროზია დაშავდნენ

თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე კლუბ-რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარი დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, დეპუტატები გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე და სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია დაშავდნენ, რომლებიც რესპუბლიკურ საავადმყოფში იქნენ გადაყვანილი.

თვითმხილველთა ცნობით, დაპირისპირება მათ კლუბში მყოფ რამდენიმე პირთან მოუვიდათ, რომელთა ზუსტი ვინაობა ჯერ უცნობია. თუმცა, არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთ-ერთი მათგანი, გვარად მაზიაშვილია. კლუბში იმყოფებოდნენ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილიც, თუმცა მათ თამარაშვილის ქუჩა დაპირისპირებამდე დატოვეს.

დაშავებული "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები რესპუბლიკური საავადმყოფოდან უკვე სახლებში გაწერეს.

იხილეთ:

მომხდარი ინციდენტი ღარიბაშვილმა და უსუფაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანონ - დავით ბაქრაძე

ჩემი ბიჭები ორნი იყვნენ და აბა, არ ჩავრეულიყავი?! - რას ყვება ინციდენტის მონაწილე

თავგასული ადამიანების დიდ ჯგუფს დაუსჯელობის სინდრომი აქვს - მიხეილ სააკაშვილი ინციდენტზე

შენი ქმედების მსხვერპლს რომ ქუჩაში შეხვდები, მას აგრესია და პროტესტი ექნება - ეკა ბესელია

"ლა ტრუფეში" მომხდარი ინციდენტის შესახებ ინტერნეტში გავრცელებული ყალბი კადრები