loader

ვინ არის საქართველოს მომავალი პირველი ლედი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის საქართველოს მომავალი პირველი ლედი

საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელების შემდეგ საზოგადოებას მორიგი "სადარდებელი" გაუჩნდა - ვინ იქნება პირველი ლედი. ცნობილია, რომ მარგველაშვილი პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს. თუმცა, მანამდეც ხშირად ამბობდნენ, რომ ის საყვარელ ქალბატონთან ერთად დუშეთში ცხოვრობდა.

მაკა ჩიჩუა - ეს ქალბატონი, სავარაუდოდ, მომავალი პირველი ლედი გახლავთ.

"ფეისბუქის" პროფილი მაკას უცნობებისთვის დახურული აქვს, თუმცა, ფოტოზე, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, მაკა და გიორგი ერთად არიან გადაღებული. ძალიან ცოტაა ცნობილი მაკა ჩიჩუას შესახებ. ვიცით, რომ ის ვიზაჟისტია და რამდენიმე თვის წინ ტელეკომპანია "პიკში" მუშაობდა. მას სასიმღერო გამოცდილებაც აქვს. "ელექტროტალღები" - ასე ჰქვია სიმღერას და ვიდეორგოლს, რომელიც წლების წინ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ტრიალებდა.

ამბები.გე

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე