loader

ლაშა ნაცვლიშვილმა გელა ხვედელიძის გამოვლენაში დიდი როლი ითამაშა - არჩილ კბილაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლაშა ნაცვლიშვილმა გელა ხვედელიძის გამოვლენაში დიდი როლი ითამაშა - არჩილ კბილაშვილი

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი პირობას დებს, რომ "ქართული ოცნების" ყოფილი წევრის, გიორგი ფარესიშვილის მიერ გამოძიებისთვის მის ხელთ არსებული მასალების წარდგენის შემთხვევაში ლაშა ნაცვლიშვილის, გია ხუხაშვილისა და გელა ხვედელიძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიება ჩატარდება.

ამის შესახებ კბილაშვილმა "პალიტრა TV"-ს ტელეფონით განუცხადა, თუმცა, იქვე განმარტა, რომ თუ ფარესიშვილმა "არაფერი წარმოადგინა, ვერაფერს გამოიძიებენ".

ამასთან, მთავარი პროკურორის თქმით, მისმა მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილმა, როგორც პროკურორმა, შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, გელა ხვედელიძის დანაშაულებრივი ქმედების გამოვლენაში დიდი როლი შეასრულა.

აღნიშნულ კონტექსტში, ის ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებული ისტორიის სრულად გამოძიების თაობაზე პრემიერის მრჩევლის, გია ხუხაშვილის მოწოდებასაც გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გამოძიების დასაწყებად "მარტოოდენ პროკურატურისთვის მიმართვა არ არის საკმარისი".

რაც შეეხება გიორგი ფარესიშვილის მიერ ლაშა ნაცვლიშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას, კბილაშვილის თქმით, მისი მოადგილის გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს.