loader

სირიელი მეამბოხე მკვდარი ჯარისკაცის გულს ჭამს (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სირიელი მეამბოხე მკვდარი ჯარისკაცის გულს ჭამს (+18)

უმორჩილესად გთხოვთ, სუსტი გულის მქონენი ვიდეოს ნუ ნახავთ!

ვიდეომ, რომელიც 14 მაისს მსოფლიოს ყველა წამყვანი საინფორმაციო საშუალების ობიექტივში მოხვდა, დასავლური საზოგადოება შეძრა. შემზარავ კადრებში ჩანს, როგორი დაუნდობელი და სისხლიანია სამოქალაქო დაპირისპირება სირიაში. კადრები სირიელმა მეამბოხეებმა გაავრცელეს და მასში ჩანს, როგორ აჭრის ერთ-ერთი მეამბოხე მკვდარ მოწინააღმდეგეს გულს და ჭამს. ჩანაწერი ინტერნეტში ბაშარ ალ ასადის მომხრეებმა გაავრცელეს, რათა მოწინააღმდეგე მხარის დისკრედიტაცია მოეხდინათ.

"ვფიცავ, შევჭამთ თქვენს გულებს, ღვიძლს და შეგჭამთ თქვენ, ჯარისკაცებო, ბაშარის ძაღლებო" - აცხადებს ამბოხებული და კამერის წინ სამთავრობო ჯარისკაცის გულს ჭამს.

სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება ორ წელზე მეტია, გრძელდება. სამთავრობო ჯარებსა და ოპოზიციურ ძალებს შორის სისხლიან დაპირისპირებას 70 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 4 მილიონი კი სხვადასხვა ქვეყანაში დევნილად იქცა.