loader

ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროებს პატივი მიაგეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროებს პატივი მიაგეს

ავღანეთში, ქართულ ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგეს. ცერემონია ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა "ლეზერნიკზე" გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ცერემონიას ISAF-ის მისიაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო და სამოქალაქო პირები ესწრებოდნენ.

42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები - სერჟანტი ზვიად დავითაძე, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 13 მაისს დაიღუპნენ. გარდაცვლილი ჯარისკაცების გადმოსვენება საქართველოში უახლოეს დროში მოხდება.