loader

ავღანეთში დაღუპული სამი ქართველი სამხედრო ჩამოასვენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავღანეთში დაღუპული სამი ქართველი სამხედრო ჩამოასვენეს

ავღანეთში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული სამი სამხედრო მოსამსახურე - სერჟანტი ზვიად დავითაძე, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა სამშობლოში ჩამოასვენეს.

სამხედრო თვითმფრინავი, რომლითაც ავღანეთიდან საქართველოში ცხედრების გადმოსვენება მოხდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით 10.30 საათზე დაეშვა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა. დაღუპულ სამხედროებს ადგილზე საპატიო ყარაული დახვდა. ცხედრები სამხედრო თვითმფრინავიდან ჩოხოსნებმა ჩამოასვენეს. შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა ცხედრების გადმოსვენებისას სამგლოვიარო მარში შეასრულა.

დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სამშობლოში ჩამოსვენებასთან დაკავშირებულ სამგლოვიარო ღონისძიებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, მისი მოადგილეები, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა, საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლობა და სხვა პირები დაესწრნენ. აეროპორტში იმყოფებოდნენ ზვიად დავითაძის, ალექსანდრე კვიწინაძის და ვლადიმერ შანავას ოჯახის წევრები და ახლობლები.

დღესვე, 19.00 საათზე, დაღუპულებს ქაშუეთის ეკლესიაში დაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე

ასევე იხილეთ: "წასვლისას იტირა...” - რას ნანობდა და რაზე ოცნებობდა ავღანეთში დაღუპული სამი ქართველი