loader

სასულიერო პირების და მრევლის მსვლელობა ლგბტ საზოგადოების წინააღმდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასულიერო პირების და მრევლის მსვლელობა ლგბტ საზოგადოების წინააღმდეგ

სხვადასხვა ეკლესიის მრევლი და სასულიერო პირები, ლოზუნგით - "სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი", მსვლელობით გაემართნენ ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ამ ფორმით ისინი ლგბტ აქტივისტების მიერ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ფლეშმობს აპროტესტებენ. ამასთან, მსვლელობის მონაწილეთა მოწოდებაა, ფლეშმობი 13:00 საათზე ავტომანქანის მძღოლებმა საყვირებით გააპროტესტონ.

მსვლელობის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი უპრობლემოდ გაიარეს. მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნამდე" ისინი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა მიაცილეს. აღსანიშნავია, რომ მსვლელობის მონაწილეებს მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანთან" უკვე დახვდათ შეკრებილი მრევლის საკმაოდ დიდი შემადგენლობა და ისინი მათ შეუერთდნენ.

მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. მათ რკინის კონსტრუქციებით აქვთ გადაკეტილი გზა მეტროსადგურთან ორივე მხრიდან.

ასევე იხილეთ:

"სიამოვნებით დავსუსხავთ" - მრევლის ნაწილი აქციაზე ჭინჭრებით მივიდა

თბილისი არ არის ამსტერდამის "წითელი შუქების" კვარტალი - ლევან ვასაძე

აგრესიული "მშვიდობიანი" მსვლელობა და რამდენიმე დაშავებული

იხილეთ ინგლისური ვერსია