loader

მთავრობა იმიტომ ჰყავს ქვეყანას, რომ არ დაუშვას ძალადობა საზოგადოებაში - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთავრობა იმიტომ ჰყავს ქვეყანას, რომ არ დაუშვას ძალადობა საზოგადოებაში - მიხეილ სააკაშვილი

უკიდურესად ვარ შეშფოთებული თბილისის ცენტრში მომხდარი ძალადობის აქტით. რა მოტივითაც არ უნდა იყოს განპირობებული ძალადობა, არ შეიძლება ის იყოს ქართული საზოგადოების სახე! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-დან განაცხადა. მისი თქმით, ეს რიგითი პოლიციელების მოქმედების შედეგი არ არის და მათ არ უნდა დაბრალდეთ. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ლაპარაკია პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და მთავრობა არ უნდა ემიჯნებოდეს იმას, რაც ქვეყანაში ხდება. მთავრობა იმიტომ ჰყავს ქვეყანას, რომ არ დაუშვას ძალადობა საზოგადოებაში, - აღნიშნავს პრეზიდენტი.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია