loader

მახაჭყალაში ორმაგ ტერაქტს რვა ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მახაჭყალაში ორმაგ ტერაქტს რვა ადამიანი ემსხვერპლა

მახაჭყალაში ორმაგ ტერაქტს რვა ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აფეთქებები სასამართლოს შენობასთან მოხდა. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, რამდენი ადამიანია დაშავებული. სხვადასხვა წყარო ოცამდე დაჭრილზე ავრცელებს ინფორმაციას.

აღსანიშნავია, რომ პირველი აფეთქების შედეგად არავინ დაზარალებულა. ნაღმი ჩადებული იყო ავტომანქანაში, რომელიც სასამართლოს წარმომადგენელს ეკუთვნოდა. მას შემდეგ რაც შემთხვევის ადგილზე პოლიციელები გამოჩნდნენ, მეორე აფეთქებაც მოხდა, რამაც გამოიწვია მსხვერპლი.