loader

დამანგრეველმა ქარიშხალმა ოკლაჰომაში 90 ადამიანი იმსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დამანგრეველმა ქარიშხალმა ოკლაჰომაში 90 ადამიანი იმსხვერპლა

აშში-ში, ოკლაჰომას შტატში ძლიერ ქარიშხალს 90-მდე ადამიანი ემსხვერპლა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ათობით ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოებშია მოთავსებული. შტატში საგანგებო ვითარება გამოცხადდა.

ძლიერმა ქარიშხალმა ერთ-ერთი სკოლის შენობა მთლიანად დაანგრია. როგორც ადგილობრივი მედია წერს, არ არის გამორიცხული, ნანგრევებს შორის ბავშვები იყვნენ მოყოლილნი. ამ დროისთვის აღნიშნული სკოლის 20 ბავშვი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მაშველები სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ. დაღუპულთა ცხედრები ერთ-ერთი კინოთეატრის შენობაში გადააქვთ.

ოკლაჰომას შტატის გუბერნატორის, მერი ფელინის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა 16 ოლქში გამოცხადდა, სადაც ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნება.