loader

ავღანეთში დაღუპული სერჟანტი დავითაძე სოფელ კვირიკეში დღეს დაკრძალეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავღანეთში დაღუპული სერჟანტი დავითაძე სოფელ კვირიკეში დღეს დაკრძალეს

ავღანეთში თავდასხმის დროს დაღუპული ქართველი სამხედრო, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე სამტრედიის რაიონის სოფელ კვირიკეში დღეს დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრო და დაღუპული სამხედროს ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. 

დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს, ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ირაკლი გეგეჭკორმა, სამხედრო პოლიციის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კახაბერ ჩიხრაძემ და გაერთიანებული შტაბის სხვა წარმომადგენლებმა. ქართველი სამხედროს დაკრძალვის ცერემონიალს ასევე, აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი დაესწრო.

უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე (22.11.1979) საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში 2005 წლიდან მსახურობდა. მას მიღებული აქვს III ხარისხის მედალი "უმწიკვლო სამსახურისთვის". გმირულად დაღუპული ქართველი სამხედრო ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზეა წარდგენილი.