loader

ვანო მერაბიშვილის განცხადებით, თაკო სალაყაია საქართველოში დღის ბოლომდე დაბრუნდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვანო მერაბიშვილის განცხადებით, თაკო სალაყაია საქართველოში დღის ბოლომდე დაბრუნდება

ვანო მერაბიშვილის მეუღლემ, თამარ სალაყაიამ საქართველო დატოვა. როგორც ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესზე პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, სალაყაიამ საქართველო 21 მაისს მას შემდეგ დატოვა, რაც ვანო მერაბიშვილს დაკითხვაზე დაბარების უწყება ჩაბარდა.

თუმცა, ამასთან დაკავშირებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ თაკო სალაყაია გზაშია და რამდენიმე საათში საქართველოში იქნება.
მისი თქმით, წასვლის დროს მეუღლემ ჰკითხა, წასულყო, თუ დარჩენილიყო.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ დაკავების საფრთხე არსებობდა, მეუღლე დაამშვიდა.

იხილეთ: მერაბიშვილის მეუღლემ, თაკო სალაყაიამ საქართველო დატოვა