loader

მაჩეტეებით შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა ლონდონში ჯარისკაცი მოკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაჩეტეებით შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა ლონდონში ჯარისკაცი მოკლეს

ლონდონში მაჩეტეებით შეიარაღებულმა ორმა მამაკაცმა გამვლელი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. როგორც უცხოური მედია იტყობინება, ვულვიჩის რაიონში თავდამსხმელებმა ჯარისკაცი მოკლეს, რომლის მაისურსაც წარწერა - "დაეხმარე გმირებს" ჰქონდა.

ბოროტმოქმედებმა მოკლული საავტომობილო მაგისტრალზე გადაათრიეს და ყვიროდნენ - "ალაჰ აკბარ", თანაც გამვლელებსა და თვითმხილველებს აიძულებდნენ, მომხდარი ვიდეოკამერებითა და მობილური ტელეფონებით გადაეღოთ.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ახალგაზრდა ჯარისკაცი სამეფო მსროლელთა დანაყოფის ყაზარმაში ცხოვრობდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჯარისკაცის თანამშრომლების ნაწილი ავღანეთში იმყოფება.

ერთ-ერთი ბოროტმოქმედი ვიდეოში აცხადებს, რომ მისი თავდასხმა შურისძიებაა ბრიტანელ ჯარისკაცებზე, რომლებიც მუსლიმანებს ყოველდღე ხოცავენ: "ვფიცავთ ყოვლისშემძლე ალაჰს, არასდროს შევწყვეტთ თქვენთან ბრძოლას! ვინც მუსლიმანებს ებრძვის, ჩვენც შევებრძოლებით ზუსტად ისე, როგორც ჩვენ გვებრძვიან".