loader

ირაკლი ალასანია ლატვიაში შეხვედრებს მართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანია ლატვიაში შეხვედრებს მართავს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, ოფიციალური ვიზიტით, ბალტიისპირეთის ქვეყნებში იმყოფება. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ლატვიელ კოლეგასთან, არტის პაბრიკსთან გამართა შეხვედრა.

მიღების ოფიციალური ცერემონიალი ლატვიის თავდაცვის უწყებაში გაიმართა. შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი ალასანიამ ლატვიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ლატვიის მომავალი ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ლატვიის რესპუბლიკის სეიმს ეწვივნენ და თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის პრევენციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, აინარს ლატკოვსკისთან გამართეს შეხვედრა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ლატვიის ეროვნული თავდაცვის აკადემიაშიც იმყოფებოდა.

თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტს 25 მაისს დაასრულებს.