loader

ფონიჭალაში "ვაჰაბიტური მეჩეთის" მშენებლობას აპროტესტებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფონიჭალაში "ვაჰაბიტური მეჩეთის" მშენებლობას აპროტესტებენ

სოფელ ფონიჭალაში მცხოვრები აზერბაიჯანული ეროვნების მოქალაქეები ვაჰაბიტური მეჩეთის მშენებლობას აპროტესტებენ. "ფონიჭალაში - სოღანლუღში ვაჰაბიტების ადგილი არ არის" , "ვაჰაბიტები რადიკალური დაჯგუფებაა. საქართველოში ამ ჯგუფების ადგილი არ არის!" "თბილისის მერიამ სასწრაფოდ უნდა შეაჩეროს მეჩეთის სახელით მშენებარე რადიკალების ბუდე" - ამ ლოზუნგებით ფონიჭალაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს.

აქცია სოფლის სკოლასთან გაიმართა და მისი ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია "საქართველოს აზერბაიჯანელები", სამოქალაქო განვითარების ცენტრის თავმჯდომარე, ფონიჭალის სკოლის დირექტორი აბაი ბაშაევი და ფონიჭალის მეჩეთის ახუნდი რაჰიდ ქერიმოვი. აქციაში სოფლის 200-ზე მეტი მცხოვრები მონაწილეობდა.

აქციის მონაწილეებმა მიმართეს თბილისის მერიას, შეაჩეროს უკანონო მეჩეთის მშენებლობა. სოფელში აღნიშნული მეჩეთის მშენებლობა სკოლასთან დაახლოებით 50 მეტრში მიმდინარეობს. 

მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით მეორე მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.