loader

რას ნიშნავს "არა თეოკრატიას?" - ბიძინა ივანიშვილი აქციის ლოზუნგით დაინტერესდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ნიშნავს "არა თეოკრატიას?" - ბიძინა ივანიშვილი აქციის ლოზუნგით დაინტერესდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა პრემიერს სხვადასხვა კითხვით მიმართეს, მათ შორის, დღეს, 24 მაისს "დედაენის ბაღში" დაგეგმილი ორი აქციის შესახებაც ჰკითხეს. ერთ-ერთი აქცია იმართება სახელწოდებით "არა თეოკრატიას" და მისი მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა კონსტიტუციაზე დაფუძნებულ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია. მის პარალელურად კი, უფლებადამცველთა ერთი ჯგუფი კონტრაქციის გამართვას გეგმავს.

ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა აქციის სახელწოდებით "არა თეოკრატიას" და როგორც ჟურნალისტებმა "განუმარტეს", აქცია ლგბტ საზოგადოების დამცველების ორგანიზებით იმართება, რითაც ისინი ქვეყანაში თეოკრატიული მმართველობის დამყარებას აპროტესტებენ. პრემიერის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის კურსშია და ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის.