loader

არქეოლოგები ხელვაჩაურში ადრეული ხანის სამარხებს იკვლევენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არქეოლოგები ხელვაჩაურში ადრეული ხანის სამარხებს იკვლევენ

ხელვაჩაურში, სოფელ მახოში არქეოლოგები ადრეული ხანის სამარხებს იკვლევენ. კვლევები მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივმა მამია შარაძემ მიწის დამუშავების დროს ჭურჭელი და სამკაულები აღმოაჩინა.

არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელიც მეცხრე დღეა სოფელ მახოში მუშაობს, რვა სამარხი შეისწავლა. როგორც არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორმა ამირან კახიძემ აღნიშნა, ნივთები ახალი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნით თარიღდება.

"სამარხის გვერდით ჩაუდგამთ კოლხური ამფორა - საღვინე ჭურჭელი, თავის არეში ჩაულაგებიათ მინის ჭურჭლები, კვირისთავები, რომელზეც მზის გამოსახულებაა. ეს მიანიშნებს, რომ მესამე საუკუნეში წარმართული რელიგია ისევ ძალაში რჩებოდა. აღმოჩენილია ასევე, ოქროფენილი და ვერცხლფენილი მძივები, სამაჯურები, თვლიანი ბეჭდები და საყურეები", - აღნიშნა ამირან კახიძემ.

მისივე თქმით, აღმოჩენილი ნივთები ინფორმაციის მატარებელია ლაზიკის სამეფოს ფორმირების და რომაულ სამყაროსთან ურთიერთობის კვლევაში.