გიგანტურმა ხვლიკმა პარლამენტის სხდომა ჩაშალა
გზააბნეული ხვლიკი ორი დღის განმავლობაში დაძვრებოდა ტაილანდის პარლამენტის სავენტილაციო სისტემაში, სხდომათა დარბაზის ჭერში. შეშინებული პარლამენტარები ვერაფერს მიხვდნენ იქამდე, სანამ სისტემის გასაწმენდად მუშები არ მოიყვანეს. პარლამეტის მუშაობა რამდენიმე საათით შეჩერდა. დაუპატიჟებელი სტუმარი სავენტილაციო სისტემიდან მცირე დაზიანებებით ჩამოიყვანეს და ზოოპარკში მიაბრძანეს.