loader

"ივენთი" პროკურატურასთან ანუ ვინ ითხოვს "კანონის უზენაესობას" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ივენთი" პროკურატურასთან ანუ ვინ ითხოვს "კანონის უზენაესობას"

მთავარ პროკურატურასთან მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა აქცია "კანონი უზენაესია" გამართა. დღეს შეკრებილ მომიტინგეთა რაოდენობა დედაენის ბაღში 24 მაისს შეკრებილ მოქალაქეებთან შედარებით მცირერიცხოვანი იყო.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, გიორგი მიქიაშვილის განცხადებით, მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, ქვეყანაში ყველა მოქალაქის უფლებების დაცვა თანაბრად იქნას უზრუნველყოფილი.

აღნიშნული აქციის პარალელურად, მთავარ პროკურატურასთან "ეროვნული ფრონტის" ორგანიზებული აქციაც გაიმართა, რომელიც ასევე მცირემასშტაბიანი იყო.