loader

არ მეგონა, თუ ამ დღეში ჩამაგდებდა პარლამენტი - ზაზა ხატიაშვილი პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებას სთხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არ მეგონა, თუ ამ დღეში ჩამაგდებდა პარლამენტი - ზაზა ხატიაშვილი პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებას სთხოვს

პრეზიდენტს ვთხოვ, ვეტო დაადოს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საქართველო ფეოდალურ ეპოქაში ბრუნდება, - ეს განცხადება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა ტელე-რადიო "პალიტრის" ეთერში, გადაცემა "რეზიუმეში" გააკეთა. ხატიაშვილის განცხადებით, პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებების პროექტის თანახმად, ადვოკატის უფლება-მოვალეობები და საქმიანობა გარკვეულწილად იზღუდება. მისი განმარტებით, უქმდება სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ადვოკატს ჰქონდა "საგამონაკლისო უფლება, წარედგინა ერთი ისეთი მტკიცებულება, რომელიც გაცვლის წინასწარ სტადიაზე არ მონაწილეობდა".

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ამ საკითხზე მან ღია წერილებით მიმართა პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, მაგრამ მათგან პასუხი არ მიუღია. ზაზა ხატიაშვილმა აღნიშნა, რომ ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მხარს უჭერს ადვოკატთა ასოციაციას. მისი თქმით, თუ ეს კომიტეტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებს, მაშინ პარლამენტი ვეტოს ვერ დაძლევს და, შესაბამისად, კანონპროექტში შესწორება შევა.