loader

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს ბუტერბროდი ესროლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს ბუტერბროდი ესროლეს

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს, ჯულია გილარდს ერთ-ერთი ვიზიტის დროს "ბუტერბროდის ბომბი" ესროლეს. სახელმწიფოს მეთაური ქვეყნის დედაქალაქ კანბერაში სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ხვდებოდა, როდესაც ვიღაცამ სენდვიჩი ესროლა. თუმცა უცნობმა მიზანში ვერ მოარტყა - ბუტერბროდი პრემიერ-მინისტრის ფეხებთან დაეცა.

"ალბათ, ვიღაცამ იფიქრა, რომ მშიოდა" - ღიმილით აღნიშნა გილარდმა.

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ფაქტი გილარდს რამდენიმე კვირის წინაც შეემთხვა. 8 მაისს პრემიერს ბრისბენის სკოლაში ესროლეს ბუტერბროდი. მაშინ სკოლის დირექციამ "სნაიპერი" - უფროსკლასელი კაილ ტომპსონი დასაჯა და 15 დღის განმავლობაში გაკვეთილებზე დასწრება აუკრძალა.

ასევე იხილეთ:

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ატირდა

ჯულია გილარდი ინდოეთში ვიზიტისას დაეცა