loader

"პალიტრა მედიამ" პატიმარ დედებსა და მათ პატარებს ბავშვთა დღე მიულოცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პალიტრა მედიამ" პატიმარ დედებსა და მათ პატარებს ბავშვთა დღე მიულოცა

"მედია პალიტრას" წარმომადგენლები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-5 დაწესებულებას ესტუმრნენ. მედიასახლმა საპატიმროში მყოფ დედებსა და მათ პატარებს საჩუქრად წიგნები და სათამაშოები გადასცა.

სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში არსებულ დედათა და ბავშვთა სახლში, ექვსი დედა ექვს ბავშვთან ერთად ცხოვრობს. "მედია პალიტრას" ვიზიტი საპატიმროში 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უკავშირდება.