loader

ეკო პიკნიკი და ეკო დებატები კუს ტბაზე - ღონისძიება ბავშვთა სახლების აღსაზრდელებისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეკო პიკნიკი და ეკო დებატები კუს ტბაზე - ღონისძიება ბავშვთა სახლების აღსაზრდელებისთვის

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, კუს ტბაზე გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა.

თბილისისა და რეგიონების ბავშვთა სახლების 70-მდე აღსაზრდელისთვის "ეკო პიკნიკი", "ეკო-დებატები" და წყლის ველოსიპედებით გასეირნება მოეწყო. ბავშვებს შესაძლებლობა მიეცათ სასიამოვნო გარემოში მიეღოთ ინფორმაცია გარემოს დაცვით საკითხებზე, "ბიბლუსისა" და "სმარტის" გმირებთან ერთად ეთამაშათ და შეჯიბრებებში მიეღოთ მონაწილეობა.

სამინისტროს ინიციატივას "პალიტრა მედიაც" შეუერთდა. გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წარმომადგენლებმა ბავშვებს საჩუქრად მხატვრულ-შემეცნებითი ლიტერატურა გადასცეს.

ღონისძიების მხარი დაუჭირეს გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სხვადასხვა ქართულმა კომპანიებმა.