loader

გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა

გლდანის მე-5 მიკრორაიონის მერვე კორპუსის მე-7 სართულზე დილით, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. მათ შორის არიან 2 და 3 წლის ბავშვები და 15 წლის მოზარდი, რომლებიც იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

ერთ-ერთი დაშავებული 5 თვის ფეხმძიმე, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ ცენტრშია მოთავსებული. კიდევ ორი დაშავებულიდან ერთი, 68 წლის ქალი - ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია მოთავსებული, 70 წლის დაშავებული კი - დამწვრობის ცენტრში.

აფეთქების შედეგად დაზიანებული ორი ბინა, სავარაუდოდ, საცხოვრებლად აღარ გამოდგება. სხვა სართულებზე ჩამსხვრეულია მინები. არსებული ინფორმაციით, ბინაში, რომელშიც აფეთქება მოხდა, მუშები ცხოვრობდნენ, მომხდარის შედეგად დაშავებულები კი მეზობლები არიან.

იხილეთ ინგლისური ვერსია