loader

"მერაბიშვილი კარგ ფორმაშია" - ყოფილი პრემიერი ციხეში ევროპარლამენტარმა მოინახულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მერაბიშვილი კარგ ფორმაშია" - ყოფილი პრემიერი ციხეში ევროპარლამენტარმა მოინახულა

ევროპარლამენტის დელეგაციის წევრი კჟიშტოფ ლისეკი სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვანო მერაბიშვილს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ლისეკმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა და ვანო მერაბიშვილისგან ინფორმაცია მიიღო, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი.

"ნახევარი საათის განმავლობაში ვისაუბრეთ. მერაბიშვილი კარგ ფორმაშია. ბევრი შეკითხვა დამისვა, გარეთ რა ხდება. გაკვირვებული ვარ, რომ არ აქვს ტელევიზორი და ახლობლებთან კონტაქტი. სწორედ აქედან გამომდინარეობდა მისი შეკითხვები, თუ რა ხდება გარეთ. ის ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედოვნებს, რომ ციხეში ყოფნა ერთ წელზე მეტი არ მოუწევს", - განაცხადა ლისეკმა.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია