loader

ივანიშვილი: როგორ შეიძლება მერაბიშვილთან დაკავშირებით შერჩევით სამართალზე ვისაუბროთ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ივანიშვილი: როგორ შეიძლება მერაბიშვილთან დაკავშირებით შერჩევით სამართალზე ვისაუბროთ?

ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა "რეზიუმესთვის" მიცემულ ინტერვიუში 26 მაისის საქმის გამოძიებაზე ისაუბრა. მისი თქმით, არ სურს, კონკრეტული განცხადებები გააკეთოს გამოძიების დასრულებამდე, თუმცა გამოძიების მიღმაც ცხადია, რომ მერაბიშვილისთვის 26 მაისის მოვლენებზე ბრალის წაყენება შერჩევითი სამართალი არაა.

"რაც მაშინ ხალხს გაუკეთეს, ახლა როგორ შეიძლება შინაგან საქმეთა მინისტრისადმი შერჩევით სამართალზე ვისაუბროთ? რაზე ვსაუბრობთ, რომ შს მინისტრი კორექტულად მოქმედებდა? რა თქმა უნდა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს და ამ მოვლენებში მონაწილე ყველა დამნაშავეს უნდა მოეთხოვოს პასუხი" - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ბიძინა ივანიშვილთან ვრცელი ინტერვიუს ნახვა და მოსმენა შესაძლებელია "პალიტრა ტვ"-ისა და რადიო "პალიტრის" (FM103.9) გადაცემა "რეზიუმეში".

იხილეთ:
-პატრიარქმაც მკითხა: რა ვუყოთ რიყეზე ამ "ტრუბებსო" - ბიძინა ივანიშვილი

-ბიძინა ივანიშვილს არ ესმის, რაში იღებს ხელფასს გიგა ბოკერია

-ეკლესიის დაფინანსება ჩინოვნიკების ნება-სურვილზე არ უნდა იყოს დამოკიდებული - ბიძინა ივანიშვილი

-შემიძლია კოტე კუბლაშვილს მადლობაც კი გადავუხადო - ბიძინა ივანიშვილი