loader

ბუნების ისტორიის კოლექციების ექსპოზიცია ეროვნულ მუზეუმში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბუნების ისტორიის კოლექციების ექსპოზიცია ეროვნულ მუზეუმში

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ბუნების ისტორიის კოლექციების განახლებული ექსპოზიცია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ დაათვალიერა.

ეროვნული მუზეუმის ფლორისა და ფაუნის განყოფილებაში უამრავი ექსპონატია დაცული, თუმცა დამთვალიერებლებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა ახლახანს შეიქმნა და პრეზენტაცია დღეს მოხდა.

ბუნების ისტორიის ექსპოზიციაზე ძირითადად წარმოდგენილია ენდემები, რელიქტები, იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობები, რომლებიც შეტანილია წითელ წიგნში. ბუნების ისტორიის კოლექციები (გეოლოგიური, ბოტანიკური და ზოოლოგიური), განახლებული ექსპოზიცია წარმოდგენილია ორ საექსპოზიციო დარბაზში. გეოლოგიურ ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ქანები, მინერალები და განამარხებულ უხერხემლო ცხოველთა ფაუნა.

გარემოს დაცვის თარიღის აღნიშვნას "მედია პალიტრაც" შეუერთდა. სამუზეუმო ექსპონატები "მედია პალიტრის" კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამაც დაათვალიერა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ერთი კვირის განმავლობაში "მედია პალიტრის" გამოცემები მწვანე ფოთლის ლოგოთი გამოიცემა. გარდა ამისა, 8 ივნისს, ვერის ბაღში "მედია პალიტრა" გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ღონისძიებას გამართავს.