loader

ნოდარ ხადური მიხეილ სააკაშვილს ფულს არ აძლევს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნოდარ ხადური მიხეილ სააკაშვილს ფულს არ აძლევს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიუჯეტიდან მეოთხე კვარტლის დაფინანსების მეორე კვარტალში გადმოტანა ითხოვა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა "პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "ემას შოუს" ექსკლუზიურად განუცხადა. მინისტრის განმარტებით, მეოთხე კვარტალში მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება და სამინისტრომ მისი თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა.

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, პრეზიდენტის აღნიშნული თხოვნა ფინანსთა სამინისტროში ოფიციალურად, წერილობითი სახით შევიდა. ნოდარ ხადური ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას სტუდენტების საკუთარი ფონდიდან დაფინანსების თაობაზე. მინისტრის ინფორმაციით, წელს არც ერთი სტუდენტი პრეზიდენტის ფონდიდან არ დაფინანსებულა.

გადაცემა "ემას შოუ", რომლის სტუმარიც ნოდარ ხადური იქნება, ეთერში გავა შაბათს, 19:30 საათზე, "პალიტრა ტვ"-ის ეთერში.