loader

პრეზიდენტის ვაჟი, მარიამ საჯაია და სხვები - ცნობილი სახეები Open Air-ზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტის ვაჟი, მარიამ საჯაია და სხვები - ცნობილი სახეები Open Air-ზე

5 ივნისს "დინამო არენაზე" ამიერკავკასიის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2013 გაიმართა. ფესტივალი 16:00 საათიდან დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა. 20 ათასამდე მსმენელის წინაშე როკ-შემსრულებლები: Infected Mushroom, Tricky, The Subways, Black Strobe და სხვები თითქმის ათი საათის განმავლობაში გამოდიოდნენ. ფესტივალის მთავარი სტუმარი ლეგენდარული როკ-ბენდი Deep Purple იყო.

მსმენელებს შორის "პალიტრა ტვ"-ის კამერამ ბევრი ცნობილი სახე დააფიქსირა, მათ შორის, პრეზიდენტის ვაჟი ედუარდ სააკაშვილი მეგობარ გოგონებთან ერთად, დეპუტატი მარიამ საჯაია, "რუსთავი 2"-ის გასართობი შოუების ცნობილი სახეები: ვანო ჯავახიშვილი, მიშა ანდღულაძე, ვასო ფხაკაძე; ასევე - ჟურნალისტები: ოლეგ პანფილოვი, ნათია კობერიძე და ექსპერტი მიშა თავხელიძე.

იხილეთ ინგლისური ვერსია