loader

წამყვანებმა, რომლებიც დეპრესიულ ადამიანებს ეხმარებოდნენ, თავი მოიკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წამყვანებმა, რომლებიც დეპრესიულ ადამიანებს ეხმარებოდნენ, თავი მოიკლეს

ამერიკული რადიოშოუს - "ბედნიერების დევნაში" წამყვანებმა, რომლებიც ეთერში დეპრესიულ ადამიანებს კონსულტაციას უწევდნენ, საკუთარ პრობლემებთან გამკლავება ვერ შეძლეს და თავი მოიკლეს.

გარდაცვლილი მეუღლეები - ჯონ ლიტინგი და ლინ როუზენი მეზობლებმა აღმოაჩინეს. ორივე დივანზე თავზე ჰელიუმით სავსე ტომრებჩამოცმული იწვა. ადგილზე მისულმა პოლიციამ ორი წერილი იპოვა. 48 წლის ჯონ ლიტინგის წერილში ნათქვამი იყო, რომ ისინი თავის მოკვლას ერთად აპირებდნენ. მამაკაცმა ასევე დაწერა, რომ "აღარ შეუძლია უყუროს, როგორ იტანჯება მისი მეუღლე". 46 წლის ლინ როუზენის წერილის შინაარსი არ გაუხმაურებიათ, მაგრამ ბარათით პოლიციელებმა დაასკვნეს, რომ ქალს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

ლინი პროფესიით ფსიქიატრი იყო და მუსიკოს მეუღლესთან ერთად, ერთი საათის განმავლობაში მსმენელს ურჩევდა, როგორ დაენახა პრობლემებში პოზიტიური მხარე და დეპრესიულ განწყობას გამკლავებოდა. შოუს წამყვანები ადამიანებს ურჩევდნენ, თვითმკვლელობა გადაეფიქრებინათ. "სიკვდილი ყოველთვის ძალიან ადრეა. გახსოვდეთ, მთავარია პოზიტიური განწყობა. სცადეთ რაიმე სპონტანური, რაღაც უნდა შეცვალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ცხოვრება არაა", - ამბობდა როუზენი.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე