loader

ირაკლი ალასანიამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროები მოინახულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანიამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროები მოინახულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა "ფეისბუქზე", თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

"სამხრეთ-დასავლეთ რეგიონალური სარდლობის ხელმძღვანელთან, გენერალ-მაიორ უოლტერ მილერთან ერთად, თავდაცვის მინისტრმა დაჭრილი სამხედროები მოინახულა. ირაკლი ალასანიამ ქართველი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მათი მკურნალი ექიმებისგან პირადად მიიღო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი დაჭრილ სამხედროებს გაესაუბრა. მან ჯარისკაცებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა" - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

6 ივნისს ავღანეთში შვიდი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ცხრა კი დაიჭრა.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე