loader

თუ გაერთიანებული შტაბის უფროსი და მოადგილეები არ დაისჯებიან, მაშინ თავდაცვის მინისტრი უნდა გადადგეს - გიორგი თავდგირიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თუ გაერთიანებული შტაბის უფროსი და მოადგილეები არ დაისჯებიან, მაშინ თავდაცვის მინისტრი უნდა გადადგეს - გიორგი თავდგირიძე

ქართულ ბაზაზე საშემსრულებლო დისციპლინა საკმაოდ დაბალ დონეზე იყო და ამ ამის გამო მივიღეთ ეს სავალალაო შედეგი, - განაცხადა სამხედრო ექსპერტმა გიორგი თავდგირიძემ ტელე/რდიო "პალიტრას" გადაცემა "რეზიუმეში" ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ნებისმიერ გადაცდომასა და დანაკარგზე პასუხს აგებს მეთაური. ამასთან, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რომელი მეთურის იურიდიული პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ხოლო პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება თავდაცვის მინისტრს ან გაერთიანებული შტაბის უფროსსა და მის მოადგილეებს. თავდგირიძის აზრით, თუ ისინი უახლოეს ხანში არ დაისჯებიან, თავდაცვის მინისტრმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგეს.

რაც შეეხება ავღანეთის ისლამურ რსპუბლიკაში ქართული შენაერთის ყოფნა-არყოფნისა და კონტიგენტის გაზრდის საკითხს, თავდგირიძის განცხადებით, პრემიერმა, რომელიც ყველაზე რეიტინგული ფიგურაა საკუთარ გუნდში, უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა იქ არსებულ რეალობაზე, რომ ქართულ ბაზებზე უსაფრთხოების ზომები იქნება მაქსიმალურად დაცული, რაც მიღწევადია, ან დაიწყოს მოლაპარაკება უცხოელ პარტნიორებთან იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტრო "ვერ უძლებს ამ დატვირთვას".