loader

ავღანეთში დაღუპულ შვიდ ქართველ ჯარისკაცს პატივი მიაგეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავღანეთში დაღუპულ შვიდ ქართველ ჯარისკაცს პატივი მიაგეს

ავღანეთში, 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ბაზაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას ჰელმანდის პროვინციაში პატივი მიაგეს. ბაზა "ლეზერნიკზე" გამართულ ცერემონიაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ბრიუსელიდან ჩავიდა.

ქართველი გმირი სამხედროების გადმოსვენების ცერემონიას, თავდაცვის მინისტთან ერთად, ISAF-ის სარდალი, გენერალი ჯოსეფ დანფორდი, მისი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ნიკ პატრიკ კარტერი, ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი მარკ მილი და "რეგიონული სარდლობა სამხრეთ-დასავლეთის" მეთაური, გენერალ-მაიორი უოლტერ მილერი დაესწრნენ.

IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები - I კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი, I კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი, I კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, კაპრალი გიორგი ადამოვი, კაპრალი ბორის ცუგოშვილი და კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 6 ივნისს დაიღუპნენ. დაღუპულ ქართველ სამხედროებს, საქართველოში სავარაუდოდ, კვირას ჩამოასვენებენ.

ასევე იხილეთ: ირაკლი ალასანიამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროები მოინახულა

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე