loader

ავღანეთში დაღუპული შვიდი ქართველი ჯარისკაცი საქართველოში ჩამოასვენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავღანეთში დაღუპული შვიდი ქართველი ჯარისკაცი საქართველოში ჩამოასვენეს

ავღანეთში დაღუპული სამხედროები საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სამხედრო ლაინერი 02.25 საათზე დაეშვა.

ამავე ბორტით დაბრუნდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელმაც ტრაგედიის გამო ბრიუსელში ვიზიტი შეწყვიტა და ავღანეთში გაემგზავრა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველ სამხედროების ჩამოსვენების ცერემონიას დაესწრნენ დაღუპულთა ოჯახების ახლობლები, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სასულიერო პირები.

ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ ბაზასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა 6 ივნისს თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად დაიღუპნენ კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე, კაპრალი გიორგი ადამოვი, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, რიგითი ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი, პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი.