loader

3 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით კახეთში 65 წლის მამაკაცი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

3 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით კახეთში 65 წლის მამაკაცი დააკავეს

65 წლის მამაკაცს 3 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში ედება ბრალი. შემთხვევას, რომელიც კახეთში მოხდა, ტელეკომპანია "გურჯაანი" ეხმაურება.

როგორც თავად დაზარალებულის დედა ყვება, ბრალდებულმა თავის საცხოვრებელ სახლში მოტყუებით შეიყვანა მცირეწლოვანი ბავშვი, 2009 წელს დაბადებული ნინო ჩ. და მის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. სოფლის მცხოვრებლები ბრალდებულის გასახლებას მოითხოვენ.

შსს-მ არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1948 წელს დაბადებული ჯემალ მ. არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.