loader

რუსეთში დაიჭირეს მანიაკი, რომელიც 65 ქალის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთში დაიჭირეს მანიაკი, რომელიც 65 ქალის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი

თათრეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყაზანში მცხოვრები მამაკაცი დააკავეს, რომელიც 65 ქალისა და გოგონას გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი. სავარაუდო დამნაშავე ქალაქის ერთ-ერთ უბანში, ეზოში შენიშნეს. ევგენი შუტოვი 2012 წლის ივლისიდან იძებნებოდა.

ოპერატიული სამსახურის მონაცემებით, დაკავებული ქალებს ყაზანის ქუჩებში უთვალთვალებდა და მათ დღის განრიგს სწავლობდა, შემდეგ კი თავს ესხმოდა. როგორც წესი, მსხვერპლს ის სადარბაზოში მიჰყვებოდა, სადაც დანით ემუქრებოდა და ზედა სართულზე ასვლას აიძულებდა. ხანდახან ის მეზობლად ასაღებდა თავს, რომელსაც ბინაში წყალი ჩაუვიდა. გამომძიებლების თქმით, ექსპერტიზის შედეგებმა უკვე დაადასტურა შუტოვის კავშირი რვა ასეთ შემთხვევასთან.

ეჭვმიტანილმა პოლიციის დანახვისას მიმალვა სცადა, დაკავებისას კი სამართალდამცავებს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია.