loader

"პალიტრა მედიამ" ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტს უმასპინძლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პალიტრა მედიამ" ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტს უმასპინძლა

"პალიტრა მედიას" ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი და ვიცე-პრეზიდენტი ტობიას ვოსი სტუმრობდნენ. "პალიტრა მედიას" კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ და გამომცემლობა "პალიტრა L"-ის დირექტორმა თინათინ ასათიანმა მათ მედიასახლი დაათვალიერებინეს.

სტუმრებს აჩვენეს წიგნების მაღაზია "ბიბლუსი" და გამომცემლობა "პალიტრა L"–ის მიერ გამოცემული წიგნები. მარიკა დარჩიამ მათ დეტალურად გააცნო პროექტი "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ".

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი თბილისში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მოწვევით ჩამოვიდნენ. ისინი საქართველოს 14 ივნისს დატოვებენ.