loader

სამხედროების მოწამვლის გამო, თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამხედროების მოწამვლის გამო, თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

ქართველი სამხედროების კვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა განუცხადა. მისივე თქმით, ასევე, მოხდება "ქართული კვების კომპანიის" მენეჯმენტის სტრუქტურის ცვლილება. აღნიშნული შპს უზრუნველყოფდა შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მე-3-ე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა.

მისივე განმარტებით, ქუთაისში სამხედროების მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამასთან, ალასანია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მოწამლულია 160 სამხედრო და განმარტავს, რომ ამ ეტაპზე შემოწმების სტადიას 11 ჯარისკაცი გადის.